„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა.
დოკუმენტს მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს. სალომე ზურაბიშვილმა მას არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, საკანონმდებლო განხილვები საჭირო აღარ არის და პაკეტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც შალვა პაპუაშვილს 5-დღიანი ვადა აქვს.
რატომ არ დაადო სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტს ვეტო და როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები – თათია ტაბეშაძე დეტალებით.