საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონთან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა, რომ ევროპული გზა არის საქართველოს მომავალი და ის განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ამ მიმართულებით.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. მთავრობამ მას ვიზიტების განხორციელებაზე უარი უთხრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი, მაინც წასულიყო ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად, მმართველი გუნდის მხრიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა არგუმენტით, რომ სახელმწიფოს პირველი პირი განზრახ და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
ზურაბიშვილი-მაკრონის შეხვედრა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში