საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს და ახალი ფურცელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
ემანუელ მაკრონმა დღეს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. პრეზიდენტებმა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ქვეყნების თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის არის პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, განათლება, მეცნიერება და კულტურა. სახელმწიფოების პირველი პირების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც.
პრეზიდენტების სიტყვა ანა ბროლაძემ მოისმინა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში ოფიციალური პარიზის როლითაც დაინტერესდა.