ზურაბ ზვიადაურს და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას. საჩივართან ერთად ადვოკატებმა თავდებობის სიაც წარადგინეს. ინტერესების დამცველი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს ხვდება. გაასაჩივრებს თუ არა მხარე გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჯერ უცნობია.
ზურაბ ზვიადაური 17 აგვისტოს, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს.