ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნა

ცნობილ ქართველ მსახიობს დღეს ვარსკვლავს უხსნიან. რამდენიმე წუთში მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურა ყიფშიძის სახელობითი ვარსკვლავი გაჩნდება. მანამდე კი სცენაზე „მეფე ლირს“ წარმოადგენენ. ამ სპექტაკლში შესრულებული მთავარი როლი მსახიობის თეატრალურ მოღვაწეობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

აგვისტოში ზურა ყიფშიძეს 70 წელი შეუსრულდა.