გურიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა..” „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა. წიგნში ხანდაზმული და ღვაწლმოსილი გურულები თავად მოგვითხრობენ გურულ დიალექტზე თავიანთი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ავტორის მთავარი მიზანია, მკითხველის დაინტერესება გურიით, ადგილობრივი კულტურით, ისტორიითა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფით. ღონისძიების ფარგლებში, წიგნის პერსონაჟებმა მოწვეულ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები. ღონისძიებას კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო.