ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. არსებითი სხდომის ფარგლებში დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება და ასევე, მოწმეების დაკითხვა.
ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„გირჩის“ ლიდერი არ იზიარებს ბრალდების პოზიციას.