ზურაბ ადეიშვილის ფაქტორი

ევროსაბჭოს შენობაში გადაღებულმა ფოტომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა გამოიწვია.

უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი, ზურა ადეიშვილიც ესწრება. საქართველოში არაერთ საქმეზე დაუსწრებლად გასამართლებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი შეხვედრაზე უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩევლის სტატუსით არის წარდგენილი. ძებნილი ექს-მაღალჩინოსნის და არაერთი გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტის ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში ყოფნამ, თბილისში უმძიმესი რეაქციები გამოიწვია.

უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს ოფიციალური კიევის მისამართით მწვავე განცხადებები მოჰყვა.