ზურაბ აბაშიძე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

პრაღაში შეხვედრა უკვე დასრულებულია.

ზურაბ აბაშიძე თბილისშია და პარლამენტში მისასვლელად ემზადება. როგორც დაანონსებულია, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებასა და რუსეთთან ურთიერთობებში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს. მას დეპუტატების შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა.

პრაღის ფორმატთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნეგატიურ განწყობაზე აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრების შეწყვეტით რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის.