ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ. ვარსკვლავის გახსნამდე, მარჯანიშვილის თეატრში მაყურებელმა „მეფე ლირი“ იხილა. სპექტაკლში შესრულებული მთავარი როლი ზურა ყიფშიძის თეატრალური მოღვაწეობიდან ერთ-ერთი გამორჩეულია. სხვა ჯილდოებთან ერთად, მსახიობს ამ სპექტაკლში შესრულებული როლისთვის ორჯერ აქვს მიღებული პრემია მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ზურა ყიფშიძეს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდა.