თეატრის სცენაზე თუ კინოეკრანზე შექმნილი არაერთი გამორჩეული პერსონაჟი და როლები, რომლებმაც საყოველთაო აღიარება და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოუტანა – ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე იუბილარია. მას 70 წელი შეუსრულდა. კინოში მისი დებიუტი ჯერ კიდევ ბავშვობაში შედგა, ყველაზე დიდი პოპულარობა კი „როცა აყვავდა ნუშში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა. მიხელ თუმანიშვილის მოსწავლემ და მისი თეატრის პირველი თაობის მსახიობმა დასამახსოვრებელი გმირები შექმნა სხვადასხვა თეატრის სცენაზეც. ზურა ყიფშიძის კინო და თეატრალურ კარიერაზე და მის გამორჩეულ სამსახიობო მონაცემებზე დღეს მისი კოლეგები და რეჟისორები საუბრობენ.