ზურა ჯაფარიძე, რომელსაც დღეს თვალის არეში დაზიანება მიაყენეს, საკუთარ სახლში იმყოფება. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გორთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯაფარიძემ სამართალდამცველების შეკითხვებსაც უპასუხა.
მისი პრესსამსახურის ცნობით, პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ზურა ჯაფარიძე ბორჯომში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. გორთან დროებით გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა პატრიარქის შესახებ ჯაფარიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.