ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ.

მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართა.

ვლაქერნობას ზუგდიდში უკვე ათეული წლებია აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.