ზუგდიდში გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ორშაბათიდან განახლდება
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ორშაბათიდან განახლდება. დღეს აქციაზე ინციდენტი მოხდა. გარევაჭრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი ქალი დააკავეს. დღის განმვალობაში მის გათავისუფლებას ბაზარში დასაქმებულები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან ითხოვდნენ. სასამართლოს სხდომაზე კი მოსამართლე გაფრთხილებით შემოიფარგლა, რის შემდეგაც ლალი შულაია დარბაზიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, ზუგდიდის ბაზარში დასაქმებულები, აქციებს მართავენ. მათ დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეც შეხვდა. მისი განცხადებით, მოვაჭრეებს, საქმიანობის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართები არაერთხელ შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
დღეს დილით საპროტესტო აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.