ზუგდიდში განახლებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. სამუშაოებისათვის 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
განახლდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. გახსნის ცერემონიას მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.