ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მოზარდს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და ის საოპერაციოშია შეყვანილი. მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ინციდენტი ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაჭრილი ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის 15 წლის მოსწავლეა. ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.