ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტით გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების, წყალმომარაგების სისტემის და სხვა სახის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაო, რომელიც მომავალი წლის ივნისში დასრულდება, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.