ზუგდიდში ახალგაზრდობის ცენტრის მშენებლობა დასრულდა

ზუგდიდში ახალგაზრდობის ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული სივრცე და ბიბლიოთეკა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.

3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედიათეკას, ამფითეატრის ტიპის სამკითხველოს, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზებს, ასევე კაფეს. ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.