ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე.
თვითმხილველები ყვებიან, რომ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას სამედიცინო კვლევები უტარდება.
ექიმების განმარტებით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.