ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა სხდომა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
სხდომაზე ხმაური მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ განსახილველი დღის წესრიგში ჩასმულიყო გადასატანი ყუთების საკითხი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განმარტავენ, გადასატანი ყუთების სიებში ჩასმული არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ და ცესკო-ს ეს სერვისი არ სჭირდება. ამ საკითხის განხილვას კომისიამ მხარი არ დაუჭირა.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.