ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი თვით გადაიდო. თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. კვორუმი არც ამჯერად შედგა. სხდომაზე არ იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე ორი წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სხდომის ერთი თვით გადადებას არ ეთანხმება „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის ფრაქცია. გარდა ამისა, მათ ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებული თავდასხმის დროული და ობიექტური გამოძიებაც მოითხოვეს.