ჩხოროწყუს, წალენჯიხის და რუსთავის შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი კიდევ ერთ საკრებულოს იბარებს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ დეპუტაცია სხდომაზე მივიდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გიგა ფარულავამ სამი თანაგუნდელის ხმების გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ზუგდიდის თვითმმართველი ორგანო ერთ-ერთია იმ შვიდ საკრებულოს შორის, სადაც არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიას უმრავლესობა აღარ ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ამ თემაზე მორიგი განცხადებები და განმარტებები გაკეთდა „ქართულ ოცნებაში“.