ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილი თანამშრომლის პროტესტი
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ ქომეთიანს სრულად აუნაზღაურდა განაცდური. თუმცა, როგორც ქომეთიანი ამბობს, სამსახურში აღდგენის ნაწილი არ დააკმაყოფილა, რადგან როგორც აღმოჩნდა, შესაბამისი ვაკანსია არაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ კონკურსი კანონის სრული დაცვით ჩატარდა. თამარ ქომეთიანს გაუგზავნეს კონკურსის აუდიო და ვიდეოჩანაწერი. უკმაყოფილების შემთხვევაში კი უნდა მიემართა სასამართლოსთვის. ასევე უარყვეს თამარ ქომეთიანის ბრალდება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ.