ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს განცხადება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, უცხოეთის მოქალაქე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიეტუვადან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან ჩამოვიდა და კლინიკას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართა.

როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები.