ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

26 ჰექტარზე გაშენებული 145 სახეობის 7000-მდე ხემცენარით დასავლეთ საქართველოში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც ფლორის მოყვარულებს უნიკალური ნარგავების დათვალიერება შეუძლიათ. პარკის იდეა მე-19-ე საუკუნის შუა პერიოდში დავით დადიანს გაუჩნდა. ბოტანიკური ბაღის ბინადრების ნაწილი საფრანგეთის სამეფო ვერსალის ბაღიდანაც კი არის ჩამოტანილი. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას მაშინ სათავეში იტალიელი სპეციალისტი ჩაუდგა. ნახეთ ნატალია ბერულავას და მურადი ფარცვანიას სიუჟეტი.