ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს
სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულები ამ წუთებში ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. ექიმების დახმარება 2 ქალბატონს დასჭირდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია ერთი ქალბატონი ლალი შულაია. მოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ.
ამ დრომდე ადგილზე რჩება პოლიცია, დაშლას არ აპირებენ არც ბაზარში დასაქმებულები.