ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ქალაქის მერიაში დაიბარეს

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბაღის გამგე ქალაქის მერიაში დაიბარეს. მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას თქმით, ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე დაისჯება.

შეგახსენებთ, ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და აუტისტური სპექტრის მქონე სხვა ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შეიძლება მათ საღამო ჩაეშალათ. ბაღის გამგე კი აცხადებს, რომ კარი სპეციალურად არ ყოფილა დაკეტილი.