რეგიონებში ქვეყნის ისტორიული თარიღის აღნიშნისთვის სამზადისშია. ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო-შემეცნებითი ინსტალაციები და დეკორაციები ეწყობა. უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც ხვალ საღამოს, ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.