ზოგადი რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ

როგორ უნდა დავიცვათ თავი ახალი ტიპის კორონავირუსისგან, რომელმაც ორ თვეში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეაღწია.

ახლა საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს დაავადების შიდა გავრცელება წარმოადგენს. მთავარი რჩევა ჰიგიენის წესების დაცვა, ინფიცირებულთან ან უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებთან კონტაქტის შეზღუდვა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რისი შეხსენებაც სამწუხაროდ, სპეციალისტებს უკვე ყოველდღე ეწევთ. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როცა ზოგიერთი პირი იზოლაციის წესებს არღვევს, რაც ავტომატურად გარშემომყოფთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მარიამ სეთურიძე გვეტყვის, ჩვენი ქცევით როგორ შეიძლება დავიყვანოთ მინიმუმამდე „კოვიდ-19“-ის მასობრივად გავრცელების რისკი.