ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეო მიმართვაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ახსენა. მისი თქმით, კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, შეიქმნას ასეთი აგრესიის პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტები. უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს, – განაცხდა ზელენსკიმ.