საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების პირობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება ბადრი ჯაფარიძე.
პარტია „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო ნამდვილად მიერთებულია სანქციებს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ სათანადო განცხადებები არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ელჩი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, თუ ისინი დაინახავენ საქართველოს ხელისუფლების რეალურ ნაბიჯებს სანქციებთან დაკავშირებით.