უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა. ის მანამდე უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო. ზელენსკის თქმით, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა. თავად ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ უმაღლეს მთავარსარდალთან მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის საჭიროების შესახებ.