2025 წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება. ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს. ცვლილებით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებს შორისაა ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები, კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო, თბოიზოლაციის პროდუქტები, ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები. დადგენილების ამოქმედებამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო გეგმავს, კერძო სექტორს რეგლამენტის მოთხოვნები გააცნოს.