ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.
მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელთან ერთად განაცხადა, რომ ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის გაშლის ხელშეშლის ფაქტი. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლა განხორციელდა, – კერძოდ, მათ დაემუქრნენ დაკავებით.