ზაზა ხატიაშვილი - ლევან ჯანაშიამ კოლეგებს სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა და სთხოვდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ
არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს ლევან ჯანაშიას, ადვოკატთა ასოციაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ კანდიდატმა კოლეგებს სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა და სთხოვდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. იურისტებმა “მოამბის” ჟურნალისტს ამ მოწოდებების შემცველი გზავნილებიც აჩვენეს.
რაც შეეხება უშუალოდ მეორე ტურის მიმდინარეობას, ამ წუთებში მონაწილეები საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ. ბიულეტენზე 2 კანდიდატის გვარია მითითებული, თუმცა განმეორებით კენჭისყრაში, როგორც უკვე ცნობილია, ლევან ჯანაშია არ მონაწილეობს.
ხათუნა გაგნიძე მუშაობს თემაზე და არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას ადევნებს თვალს – რა ხდება ამ წუთისთვის სპორტის სასახლეში და რა წერია იმ გზავნილებში, რომლებიც იურისტებმა, როგორც თავად აცხადებენ, ჯანაშიასგან მიიღეს.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.