საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ხვალიდან აქციებს აანონსებს. ისინი ხელისუფლებისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. გახელაძის მამას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. დღის ბოლოს კი გახელაძის ოჯახს სასულიერო პირები ესტუმრნენ.
რა შედეგით დასრულდა შეხვედრები, ამას ნინო ფისაძე გაგვაცნობს.