ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან და მიესალმებიან უცხოელი დიპლომატები. მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი: „კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
ზაზა გახელაძე თავისუფალია