ზაზა ბაქრაძის სატელევიზიო განცხადება ბუტა რობაქიძის საქმეს მტკიცებულებად დაერთო
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძის სატელევიზიო განცხადება მოსამართლემ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. თუმცა, მოსამართლის განმარტებით, ეს არ გულისხმობს, რომ განცხადებას სასამართლო ჩვენებად აქვეყნებს. მისი თქმით, სამართლებრივი ძალა მხოლოდ გამომძიებლის ან მოსამართლის წინაშე გაჟღერებულ ინფორმაციას აქვს. დაცვის მხარემ განმარტა, რომ მიმალვაში მყოფმა ბაქრაძემ საკუთარი პოზიცია, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს შეცვალოს და მედიაში გავრცელებულ განცხადებებს არ ენდობიან.
მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ ბაქრაძეზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა.