ზამთრის სესია სტრასბურგში

ზამთრის სესია სტრასბურგში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ზუსტად სამ საათში, სიტყვით გამოვა დავით ზალკალიანი. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანგარიშს წარადგენს. 30 იანვარს კი ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, დავით ზალკალიანი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის დამსწრეებს მიმართავს.

ავსტრიაში ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტიც. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სალომე ზურაბიშვილი ხვალ წარდგება. თავის გამოსვლაში პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.