ოლიმპიურ თამაშებზე უკვე გათამაშდა არაერთი მედლების კომპლექტი სხვადასხვა სპორტულ დისციპლინებში. რამდენიმე საათის წინ ბიატლონში ქალთა შორის 15 კილომეტრზე რბოლა მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
22 წლის შვედმა სპორტსმენმა, ჰანა ობერგმა, რომლისთვისაც მიმდინარე ოლიმპიადა სპორტული კარიერის მანძილზე პირველია, ოქროს მედალი მოიპოვა.
ვერცხლი სლოვაკ ანასტასია კუზმინას ერგო. ბრინჯაოს მედალი კი ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა ლაურა დალმაიერსმა მოიპოვა.