თეატრალიზებული სანახაობა, ოლიმპიური ცეცხლი და 92 ქვეყნის სპორტსმენები ერთ სცენაზე – სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენის გახსნის საზეიმო ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მაღალი რანგის სტუმრები და მსოფლიო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ. ბოლო მონაცემებით, ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის სამხრეთ კორეამ 13 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც წინა, სოჭის ოლიმპიადის დროს გაღებულ ხარჯებზე 33 მილიარდით ნაკლებია.
„მოამბე“ სამხრეთ კორეიდან.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)