ზალკალიანმა ნატო-ს სამიტზე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ ისაუბრა

დიდ ბრიტანეთში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებაც ისაუბრეს, როდესაც საქართველოს პირველმა დიპლომატმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებსა და უკანონო პატიმრობაში მყოფ, ცნობილ ტრავმატოლოგზე საუბარს დაეთმო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, გატაცებული ექიმის საკითხთან დაკავშირებით, ყველა ტრიბუნა და მექანიზმია გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხრა ნოემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.