ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ აჭარის მაღალამთიანეთში, კურორტ გოდერძიზე, ზაფხულის სეზონს 30 ივლისს გახსნის. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები. ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყესა და ბეშუმზე.