ზაფხულის პარალიმპიური თამაშები - ქართველი პარამძლეოსანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა
პირველი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე.
ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა – ბირთვი 9 მეტრსა და 66 მილიმეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენია, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველად, პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი, ზვიად გოგოჭური გახდა.