ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პარიზი მე-17 პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, პარალიმპიურ თამაშებზე 180 ქვეყნის 4 400-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები სარეკორდო, 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაში იქნება წარდგენილი. ზაფხულის პარალიმპიადის საზეიმო გახსნა თბილისის დროით, დღეს 22 საათზე დაიწყება. პარალიმპიურ თამაშებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.