„არტოს ბაღში“, მუსიკოსების მიერ დაარსებული, პირველი, სრულად ქართული ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა, სახელწოდებით – „ზაფხულის ღამის ჯაზი“. ფესტივალი 15 აგვისტოს დაიხურება და მასში მონაწილეობას 50-მდე მუსიკოსი მიიღებს.
კონცერტების პარალელურად, იმართება ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების გამოფენები. ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია მუსიკოსების კავშირი „ზი-ემ-ჯი არტი“ და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრი.