„ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი

საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტიანები“ მე-19 მანიფესტაციისთვის ემზადებიან – „მოამბემ“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაქსიმ ნიკოლი დეტალურად ყვება, რატომ და როგორ შეიქმნა ყვითელი ჟილეტების მოძრაობა, რა არის მათი მიზანი და რატომ გადავიდნენ პროტესტის მონაწილეები რადიკალურ მოქმედებაზე. „ყვითელი ჯილეტების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტაციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. დემონსტრანტები აქციას ხვალ გამართავენ.

პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებით, პარიზის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე უსაფრთხოების დასაცავად ჯარი გამოდის. ნიკოლ მაქსიმი „მოამბესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამის მიუხედავად ისინი მანიფესტაციას მაინც მოაწყობენ.

როგორია „ყვითელი ჟილეტების“ სამოქმედო გეგმა, რატომ მოიცვა საფრანგეთი არეულობამ, რაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას და სამართალდამცველებს, როგორია 18 მანიფესტაციის შედეგი, – დეტალები „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში, 21 საათზე.