„ყვითელი ჟილეტების“ მიზნები და სტრატეგია

პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უკან დახევას არ აპირებენ. ხვალ „ყვითელჟილეტიანები“ ქუჩაში ისევ გავლენ.

მაღაზიების დარბევით და მანქანების დაწვით დასრულებული ბოლო აქციის გამო, ამჯერად პოლიციასთან ერთად სამხედროების მობილიზებაც იგეგმება.

ერთი დღით ადრე, „მოამბის“ გადამღები ჯგუფი „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს ესაუბრა. მთავრობის პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით ნოემბერში დაწყებული დემონსტრაციების ორგანიზატორი პირველ არხთან საპროტესტო მოძრაობის გეგმებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ „ყვითელჟილეტიანებმა“ პარტიაც შექმნან. პენსიების და ხელფასების ზრდა და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა – ამ მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება აქციები, რომელმაც საფრანგეთის ეკონომიკა უკვე საგრძნობლად დააზარალა.

რა გეგმით გადიან „ყვითელჟილეტიანები“ ხვალ ქუჩაში, – ლიკა ალელიშვილი პარიზიდან.