დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა იქადაგა და წმინდანების შესახებ ისაუბრა. ილია მეორის თქმით, საქართველო მდიდარია წმინდანებით და ბედნიერია, რომ ეს მადლი უხვად ეფინება ჩვენს ქვეყანას.