ქუთაისის სპორტის სასახლეში, კალათბურთში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ იმართება – ერთმანეთს რეგიონისა და დედაქალაქის გუნდები ხვდებიან. „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. სათადარიგო მოთამაშეები კი მწვრთნელებმა დაასახელეს.
შესვენებების დროს 3-ქულიან სროლებში, ტრადიციულად კონკურსი გაიმართა.